ეკონომიკა
29/09/2022

ADB: რუსეთიდან მიგრანტების შემოდინება ინფლაციურ წნეხს გაზრდის

რუსეთიდან მიგრანტების შემოდინება საქართველოში ინფლაციურ წნეხს გაზრდის, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ბრიფინგზე ისაუბრეს, სადაც ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნებში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ინფლაციური წნეხის ზრდა მოსალოდნელია საკვებზე და საცხოვრებელ სექტორზე.

“საქართველოს არ ჰყავს დიდი პოპულაცია, ის პატარა ღია ეკონომიკაა, ამიტომ, ყველა შოკი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი გავლენის მომტანია. ასე რომ, ათასობით ადამიანის შემოსვლას ქვეყანაში რა თქმა უნდა, ექნება გავლენა. ამ ხალხმა სადღაც უნდა იცხოვროს, მათ უნდა იყიდონ საკვები. ასე რომ, ინფლაციური წნეხი გაიზრდება მოთხოვნიდან გამომდინარე. მიგრანტების ეს შემოდინება უნდა განვიხილოთ როგორც შოკი, რომელიც ზრდის მოთხოვნას. იქნება მაღალი ზეწოლა საკვების ფასზე, სერვისებზე, ამ ადამიანებმა სადმე უნდა იცხოვრონ, მათ უნდა იქირაონ საცხოვრებლები. მე უკვე შევიტყვე, რომ სტუდენტები საქართველოში, და სხვა ქვეყნებშიც, უკვე დგანან ამ გამოწვევის წინაშე თბილისში გაზრდილი ქირის ფასების გამო,“ - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის და კოორდინაციის დირექტორმა ლიზიზა საბიროვამ.

მისივე თქმით, გამოწვვაა ისიც, საქართველო ენერგეტიკული რესურსების იმპორტიორი ქვეყანაა, ამიტომ გაზრდილი გაზის და ნავთობის ფასები და წნეხი ენერგეტიკული რესურსების ფასზე, მხედველობაშია მისაღები.

Businesspartner