ADB-ის პორტფელი საქართველოში $4 მლრდ-ია
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ჟანგ ნიანშანს შეხვდა.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარია.
ასევე შეაფასეს კოვიდის პირობებში ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და ADB-ის მიერ განხორციელებული პროექტები.
ისაუბრეს ასევე 2022-2023 წლების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, იმ გამოწვევებსა და რისკებზე, რომელიც არსებობს რეგიონში უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს იმ ძალისხმევას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებების გასაძლიერებლად.
მისი თქმით, ამ მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებაა ADB-ის გადაწყვეტილება - საქართველომ 2024 წელს უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას.
მხარეები მომავალი თანამრომლობის გაღრმავებისთვის მზაობას გამოთქვამენ.