ფოტო: Adjara Group
ეკონომიკა
16/12/2021

"აჭარა ჯგუფმა" ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბიზნესდაჯილდოების ჯილდო მიიღო

Adjara Group • აჭარა ჯგუფი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბიზნესდაჯილდოება 2021-ის გრანპრის მფლობელი გახდა.

„მადლობას ვუხდით თიბისის და ჟიურის წევრებს ამ საპატიო ჯილდოსთვის.“–წერს აჭარა ჯგუფი, რომელიც წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარმასპინძლობის, ცხოვრების სტილის განვითარებისა და აგროწარმოების სფეროებში.

 კომპანიამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა ე.წ. lifestyle ბრენდების განვითარებისა და მართვის პროცესში ტენდენციების დამამკვიდრებელი დაწესებულებებისა და სამეწარმეო პროექტების შექმნისთვის. აჭარა ჯგუფის დაარსებული რესტორნები საერთაშორისო გასტრონომიულ ტალანტებსა და ადგილობრივ, ცოცხალ პროდუქტებს აერთიანებს.

ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დაწესების გარდა, აჭარა ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოში უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო და ფერმერულ პროექტსაც ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით ჩატარდა და გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსში 360-მა კომპანიამ მიიღო  მონაწილეობა, მათგან საუკეთესოები კი დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოარჩია.