ეკონომიკა
30/11/2022

₾87.8 მლნ-ის ღირებულების ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  აღნიშნული მონაკვეთი, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.
 
უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორს, 6 მიმდებარე სოფელს და ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა.
 
ახალი შემოვლითი გზა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.
 
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 87.8 მილიონი ლარია.
Businesspartner