ეკონომიკა
21/08/2023

7 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ისევ ზრდის დინამიკას აჩვენებს.

2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12,105 მლრდ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია.

საქატთის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 16%-ით არის გაზრდილი ექსპორი, იმპორტი კი 19%-ით. მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 3,583 მლრდ დოლარია, იმპორტი 8,522 მლრდ დოლარით.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ივლისში, 4,938 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.

Businesspartner