ეკონომიკა
21/02/2022

7 თვეში ექსპორტზე 5 308 ტონა ვაშლი გავიდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 5 308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ $3.4 მლნ შეადგინა.

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა, მოცულობამ 5,282 ტონა შეადგინა.

დანარჩენი 20 ტონა ვაშლის ექსპორტი უკრაინაში, ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი სომხეთში განხორციელდა.