30 ივნისისთვის საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $19 მლრდ-მდეა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 18.8 მლრდ დოლარი (57.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 111.5%-ია.
სებ-ის მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 435 მლნ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 202 მლნ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 199.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 33.2 მლნ დოლარით და 370 000 დოლარით გაიზარდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.3 მლრდ აშშ დოლარი (25.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 49.2%-ია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 6.2 მლრდ დოლარი (18.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 36.6%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 447.6 მლნ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.7%), სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 782.8 მლნ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7%) და 893.9 მლნ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3%).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ დოლარი (13.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.9%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.5 მლრდ დოლარი (13.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.9%) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ დოლარი (10.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.6%). მთლიანი საგარეო ვალის 90.5% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.9 მლრდ დოლარი (33.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 64.9%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.6 მლრდ აშშ დოლარია (14.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.5 პროცენტია.
2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 3.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო - 74.9 ათასი აშშ დოლარით. 2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 447.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 198.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.