ეკონომიკა
25/04/2023

3 ბაზრი მონიტორინგი დასრულდა, დაიწყო 2 ახალი ბაზრის მოკვლევა - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2022 წელს  3 მოკვლევა დასრულდა, ხოლო 2 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დასრულდა 3 ბაზრის მონიტორინგი, დაიწყო 2 ახალი ბაზრის შესწავლა.

უწყების მიერ გაცემულ იქნა  17 რეკომენდაცია: 1 - საწვავის ბაზარზე; 2 - ჰოსპიტალურ სექტორში ოჯახის ექიმის მომსახურების ფარგლებში; 13 - ფარმაციის ბაზრის შესწავლის პროცესში და 1- მთარგმნელობითი-სათარჯიმნო მომსახურების სექტორში. 

ამავე პერიოდში, 6 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. 2022 წელს, მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში დაიწყო 47 საქმის შესწავლა, ხოლო 4 საქმეზე პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა. 2014-2022 წლებში, განხორციელებული აქტივობების სურათი კი შემდეგია: დასრულდა 40 მოკვლევა და 11 ბაზრის მონიტორინგი. გაიცა - 23 თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით 88 რეკომენდაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე დანერგილია: ელექტრონული და გენერიკული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები, რეფერენტული ფასები და ა.შ. დაშვებულ იქნა მედიკამენტების პარალელური იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 50-70%-იანი ფასების შემცირება დაფიქსირდა. რეფორმები გრძელდება, რათა თითოეულმა მომხმარებელმა მედიკამენტების სამართლიან და კონკურენტულ ფასად შეძენა შეძლოს.

2022 წლის პირველი ნახევარი ნავთობზე მაღალი ფასებით გამოირჩეოდა, რამაც ნავთობიმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკაზე და ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგმა ბაზარზე მთავარი კომპანიების განსხვავებული ქცევა და საკმარისი საფუძვლები აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი 5 საწვავის რეალიზატორი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაწყებულიყო.