ეკონომიკა
25/06/2021

2025 წელს ყველა ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება - პრემიერი

2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ და ხარისხიან წყალმომარაგებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაგრძელდება მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერა.

„ჩვენი გუნდისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვაა. მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მომდევნო წლების განმავლობაში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ამისთვის კომპლექსური ღონისძიებების გატარება ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად. თანამედროვე ევროპულ მიდგომებს, რა თქმა უნდა, უნდა დაეფუძნოს დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვა. მომდევნო 10 წლის განმავლობაში,  დაცული ტერიტორიების ფართობი 800 000 ჰექტრიდან ერთ მილიონ ჰექტრამდე გაიზრდება, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 17%-ს შეადგენს; დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უნდა გახუთმაგდეს. ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაინერგება წყლის რესურსების მართვის ევროპული სისტემა. უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა, უზრუნველყოფილი იქნება წყლის რაციონალური გამოყენება;კიდევ უფრო გავამკაცრებთ ზომებს ბრაკონიერობის და ტყის გაჩეხვის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023