2023 წლის აჭარის რეგიონის რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა, ₾600 მლნ-ს გადააჭარბა
აჭარის რეგიონის ისტორიაში პირველად, 2023 წლის რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა 600 მილიონ ლარს გადააჭარბა და 600 589 400 ლარით განისაზღვრა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 65 040 000 ლარით იზრდება.
რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელს, 47 640 000 ლარით იზრდება და 560 189 400 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რის საფუძველზეც, იზრდება მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსება:
- აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 2 964 600 ლარით;
- აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 7 300 000 ლარით;
- აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 11 683 400 ლარით;
- საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები - 43 092 000 ლარით.
2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 7 125 900 ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - 5 456 700 ლარი;
- აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 136 448 200 ლარი;
- აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 40 535 000 ლარი;
- აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 117 130 200 ლარი;
- აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 29 531 000 ლარი;
- საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები- 262 756 200 ლარი.