ეკონომიკა
10/03/2023

2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში FDI-ს მოცულობამ $324 მლნ-ი შეადგინა

საქსტატის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის IV კვარტალში 324  მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 

IVკვარტლის მდგომარეობით, ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 153.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 47.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზეა  აშშ - 60.5 მლნ. აშშ დოლარით (18.7 პროცენტი),  მესამეზე პოზიციაზეა რუსეთი - 34.7 მლნ. აშშ დოლარით (10.7 პროცენტი).

დოკუმენტის მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2022 წლის მე-4 კვარტალში 93.9 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 197.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.9 პროცენტია.

მეორე ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი 63.9 მლნ. აშშ დოლარით (19.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 42.9 მლნ. აშშ დოლარით (13.2 პროცენტი).