ეკონომიკა
16/02/2023

2022 წლის IV კვარტალში საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რიცხვი გაიზარდა

2022 წლის IV კვარტალში საქართველოში 252 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 142. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

2022 წლის IV კვარტალში მომსახურება გაეწია 330 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 741 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 482 კაცით განისაზღვრა.

2022 წლის IV კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 99.9 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 52.3 პროცენტი - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 22.0 პროცენტი - ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 13.8 პროცენტი - ხილი და ბოსტნეული, 8.7 პროცენტი - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2022 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 16.4 პროცენტს - საკუთარი წარმოების, 13.7 პროცენტს - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 69.9 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.9 მლნ ლარი შეადგინა.

2022 წლის IV კვარტალში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ ერთი ელევატორით ნაკლებია.

მათი უმრავლესობა ქვემო ქართლის (25.6%) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 23.1% ფუნქციონირებს თბილისში, 12.8% - იმერეთის რეგიონში, 10.3% - კახეთის რეგიონში, 10.3 % - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 10.3% - შიდა ქართლის რეგიონში, 5.1% - გურიის რეგიონში და 2.6%- აჭარის რეგიონში:

2022 წლის IV კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 108.4 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 70.5 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 83.3 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

2022 წლის IV კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 55.8 მლნ ლარის ღირებულების 43.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 65.0 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 88.5 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 48.5 პროცენტს, ნოემბერში - 47.7 პროცენტს, ხოლო დეკემბერში - 48.9 პროცენტს.