2022 წელს საწარმოთა 65.4% სოციალური მედიის საშუალებებს საერთოდ არ იყენებდა - საქსტატი
"საქსტატმა""2022 წლის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში" გამოკვლევის ძირითადი შედეგები გამოაქვეყნა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 84.4 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.6 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.
2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 29.6 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 14.3 პროცენტით.