ეკონომიკა
10/02/2023
2022 წელს საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 20.5%-ით გაიზარდა
2022 წელს საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 20.5%-ით გაიზარდა, ტვირთების რაოდენობამ კი 27.9 მილიონი ტონა შეადგინა.
საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა შეადგინა 15.0 მილიონი ტონა15 მილიონი ტონა იყო, რაც 2021 წელთან შედარებით 15.9%-ით მეტია. რკინიგზით გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ კი 14.8 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებს 21.8%-ით აღემატება.
აღსანიშნავია შუა დერეფნის გავლით გატარებული ტვირთების მოცულობის ზრდა. ჩინეთიდან და ჩინეთისკენ საქართველოს გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 10 936 TEU იყო, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდზე 8.3%-ით მეტია.
გაზრდილია მაჩვენებლები ქართულ ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების მიმართულებითაც.