ეკონომიკა
01/03/2023

2022 წელს ქართული სატვირთო ავიაკომპანიების გადაზიდვები 53.7%-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 667.0 ათასი ტონა ტვირთი,ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 1 238.0 მლნ.ტონა-კილომეტრს შეადგენს.

2021 წელთან შედარებით, გადატანილი ტვირთის მოცულობა 53.7 პროცენტით, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 52.3 პროცენტით გაიზარდა.

2022 წელს საქართველოს აეროპორტები 4 456.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 79.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა 2022 წელს მიიღო 2 196.1 ათასი მგზავრი (75.7 პროცენტით მეტი გასულ წელთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 2 260.0 ათასი მგზავრი (82.4 პროცენტით მეტი გასულ წელთან შედარებით).

2022 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთის (მოიცავს ასევე ფოსტას) ნაკადის მოცულობამ 17.9 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 83.2 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 16.8 პროცენტი - გაგზავნილი.

2022 წელს საქართველოს აეროპორტებში 21.5 ათასი რეისი განხორციელდა, რაც 42.8 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.