2021 წლის თებერვლიდან, ავიამიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმება იგეგმება
საქართველოს მთავრობა 2021 წლის თებერვლიდან, ავიამიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა.
,,უკვე თებერვლიდან ჩვენ ვგეგმავთ გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ჩვენს სტუმრებს და მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს. პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა" განაცხადა თურნავამ.
როგორც ცნობილია, პროექტის - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში პირველი უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, რომელმაც ანგარიში დღეს წარადგინა.