ეკონომიკა
19/07/2021
2021 წლის პირველ ნახევარში საგარეო ვაჭრობა 20.7%-ით გაიზარდა
საქართველოს საგარეო ვაჭრობა ზრდის ტრენდს ინარჩუნებს, ზრდაა როგორც ექსპორტის ასევე იმპორტის მიმართულებით.
2021 წლის პირველ ნახევარში მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.7%-ით არის გაზრდილი, 6.21 მლრდ დოლარამდე.
საქსტატის მონაცემებით, ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში წლიური 25.2%-იანი ზრდა აჩვენა და 1.884 მლრდ დოლარს მიაღწია; იმპორტი 19%-ით არის გაზრდილი 4.325 მლრდ დოლარამდე.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ივნისში, 2.44 მლრდ დოლარი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.3%-ია.