ეკონომიკა
28/12/2020

2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს

2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.

ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის მიხედვით, ხარჯების მოცულობა 2020 წელთან შედარებით, თითქმის 222 მლნ ლარით იზრდება და 12,778 მლრდ ლარს შეადგენს. აქედნ 890 მლნ ლარზე მეტი კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვისაა გათვალისწინებული.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად.

გარდა ამისა, მთავრობის ინფორმაციით, გაგრძელდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნება და მოსალოდნელია, რომ ეს თანხა ერთ მილიარდ ლარზე მეტი იქნება.