ეკონომიკა
18/04/2022

2021 წელს საქართველოში სატრანსპორტო შემოსავლებმა $817 მლნ შეადგინა

2021 წელს საქართველოში სატრანსპორტო შემოსავლებმა $817 მილიონი შეადგინა, საიდანაც $712 მილიონი ტვირთის გადაზიდვიდან და მისი მომსახურებიდან მიღებული თანხაა.

"ბანკები და საზოგადოების" ინფორმაციით, 2019 წლის ჩათვლით ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავლები სტაბილური იყო, თუმცა პანდემიამ ვითარება შეცვალა და სექტორის შემოსავლები შემცირდა. ამ მაჩვენებელმა -84%-ს მიაღწია მგზავრობის მიმართულებით, ხოლო სხვა კატეგორიების შემცირება 33%-ს აღემატებოდა. 

"ბანკები და ფინანსები" პანდემიური ვითარების დასტაბილურებისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო 2022 წელს შემოსავლების ზრდას ვარაუდობს. მათივე ინფორმაციით, 2021 წელს საზღვაო, საჰაერო და სხვა ტიპის სატრანსპორტო შემოსავლები $700 მილიონს აჭარბებდა, საიდანაც $555 მილიონი სხვა სახის სატრანსპორტო შემოსავლებიდან იყო მიღებული. ორგანიზაციის პროგნოზით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე 2022 წლისთვის საზღვაო ტრანსპორტით მიღებული შემოსავალი 50%-ით გაიზრდება და $160 მილიონს მიაღწევს. ასეთივე მაჩვენებლებს ვარაუდობენ საჰაერო ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებითაც.