2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა
2021 წელს საქართველოში პენდემიურ 2020 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა, თუმცა მაინც ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებელს.
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში გასულ წელს $1.15 მლრდ-ის უცხოური კაპიტალი შემოვიდა. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა $1.336 მლრდ იყო.
როგორც უწყება განმარტავს, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქსტატმა დააზუსტა 2021 წლის I, II და III კვარტალების მონაცემები, შედეგად მაჩვენებელი $11 მლნ-ით არის გაზრდილი და 741.5 მლნ-ს აღწევს.
ინვესტიციებიდან $760 მლნ (66%) რეინვესტიციებზე მოდის, სააქციო კაპიტალში განთავსება $175 მლნ, სავალო ვალდებულებები - $217 მლნ.
ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი საფინანსო სექტორია, სწორედ მასზე მოდის $443 მლნ; მეორე ადგილზეა გართობა, დასვენება და სხვა მომსახურება (აზარტული თამაშები) $230.5-ით; მესამე პოზიციაზე კი ენერგეტიკაა $157 მლნ; დამამუშავებელი მრეწველობა - $143 მლნ; უძრავი ქონება - 84 მილიონი დოლარი; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - $28 მლნ; მშენებლობა - 28 მლნ; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $9 მლნ; სასტუმროები და რესტორნები - $8 მლნ; ტრანსპორტი - 5 მილიონი დოლარი; დანარჩენი - $17.5 მლნ.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა $597 მლნ-ით, მეორე პოზიციაზეა ნიდერლანდები $126 მლნ-ით; ჩეხეთი $82 მლნ; თურქეთი - $65 მლნ; რუსეთი - 58.6 მლნ; ლუქსემბურგი - $41მლნ; არაბთა გაერთიანებული საამიროები - $35 მლნ; გერმანია - $31.6 მლნ; მარშალის კ-ები - $21.3 მლნ; სეიშელები - $19.8