ეკონომიკა
31/01/2022

2021 წელს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა

2021 წელი საქართველომ ეკონომიკის ორნიშნულიანი ზრდით დაასრულა. 

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.6%-ით განისაზღვრა. 2021 წლის დეკემბერში, კი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 9.6% შეადგინა.

2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა
შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა,
სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები