ეკონომიკა
14/12/2020

2021 წელს დაგეგმილია პენსიების ზრდა,მოიმატებს მასწავლებლების შრომის ანაზღაურებაც

2021 წელს, სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად მცირდება. მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროში, შემცირება, დაახლოებით, 2 მლნ ლარის ფარგლებში იქნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განმარტებით, მომდევნო წლის ბიუჯეტიც ანტიკრიზისულია და შესაბამისად, აქცენტი მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებაზე გაკეთდება.

ამასთან, 2021 წელს დაგეგმილია რომ გაიზარდოს პენსიები, მასწავლებლების, პოლიციელების და ჯარისკაცების შრომის ანაზღაურება.

Businesspartner