ეკონომიკა
29/10/2020
2021-2025 წლებში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყოველწლიურად 5.5% იქნება
2021-2025 წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ყოველწლიურად, 5.5% იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,ეკონომიკური ზრდის აღნიშნული მაჩვენებელი, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო დაძლევს პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და ჩვენ კვლავ განვამტკიცებთ რეგიონული ლიდერის სტატუსს. ამის პირველი ნიშნები ამ თვეში უკვე შეინიშნება, რაც ექსპორტის პოზიტიურ მაჩვენებელზე აისახა",-აცხადებს ნათია თურნავა.
მისი ინფორმაციით,მთავრობა კოვიდთან ბრძოლას, სწორი მიმართულებით წარმართავს. ამან კი ქვეყანას საშუალება მისცა ბევრ სფეროში საქმიანობა სწრაფად აღედგინა.
,,პანდემიის პირობებში საქართველომ შეძლო, რომ ექსპორტის კუთხით კონკურენცია გაეწია სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ შევძელით და ექსპორტზე დიდი რაოდენობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები გავიტანეთ. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ ახალ ბაზრებზეც შევედი, ამით კი ვაჯობეთ ბევრ კონკურენტ ქვეყანას. ეს ეხება როგორც სოფლის მეურნეობის სექტორს, ასევე ტექსტილსაც" - განაცხადა ნათია თურნავამ.