ეკონომიკა
11/03/2021

2020 წლის TOP 10 ინვესტორი

2020 წელს საქართველოში  ახალი მსხვილი ინვესტორი კომპანია არ შემოსულა.  ტოპ -10 ინვესტორს შორის ახალი სახელი  არ გვხვდება.

ტოპ-10 ინვესტორი

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო
  • მაგთიკომი
  • კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
  • RMG Copper
  • RMG Gold
  • დარიალი ენერჯი
  • მეტრო ავრასია ჯორჯია
  • ენკა რინიუებლზ
  • საქართველოს კაპიტალი
  • ბიჯეო ჯგუფი

რაც შეეხება 2020 წლის მეოთხე კვარტალს, ამ პერიოდში უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები იყვნენ:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო
  • მაგთიკომი
  • იბერია რეფრეშმენტსი
  • კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
  • RMG Copper
  • აჭარ ენერჯი-2007
  • მეტრო ავრასია ჯორჯია
  • მარსი
  • ბიჯეო ჯგუფი
  • ატლანტიკ საქართველო

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

„საქსტატი“ შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ასახელებს რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ დოლარით შეამცირა.

ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 400.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.9%-ია. მეორე ადგილზეა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 101.5 მლნ დოლარით, მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი, 71.8 მლნ დოლარით.