ეკონომიკა
29/01/2021

2020 წელს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა

2020 წელს ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად, 6.1%-ით შემცირდა, - მონაცემები "საქსტატმა" გამოაქვეყნა.

პანდემიური წლის ბოლო თვეს ვარდნა 7.9% იყო.

2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.