ეკონომიკა
15/07/2021

2020 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში თევზის წარმოება 16%-ით შემცირდა

2020 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი წინა წელთან შედარებით 16%-ით შემცირდა და 2 071.5 ტონა შეადგინა.

აქედან, ორაგულისებრთა წარმოება 1 155.2 ტონა იყო, რაც 13.8%–ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლს. კობრისებრთა წარმოება კი 17.2%–ით 838.4 ტონამდე შემცირდა.

წინა პერიოდთან შედარებით 38.2%–ით შემცირდა ზუთხისებრთა წარმოება და 60.1 ტონით განისაზღვრა. ლოქოსებრთა წარმოება გაზრდილია 22.4%-ით, 17.5 ტონამდე.

ორაგულისებრთა წარმოებაში კი 98.1%–ით ცისარტყელა კალმახია წარმოდგენილი. კობრისებრთა წარმოებაში 42.9% მოდის კობრისა და სარკისებური კობრის, 43% თეთრი და ჭრელი სქელშუბლას, ხოლო 13.6% თეთრი ამურის წარმოებაზე.