ეკონომიკა
10/12/2020
2020 წელს 600 კმ-მდე გზა შეკეთდა
2020 წელს განხორციელდა 600 კმ-მდე, გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება, მათ შორის რეაბილიტირდა ისეთი მნიშვნელოვანი გზები როგორიცაა: გორდი-ძეძილეთი, მარნეული-გუგუთი, ხორნაბუჯი-ერისიმედი, ახალქალაქი-ბავრა, წესი-ურავი, დაფნარი-ჯაპანა და მრავალი სხვა - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთანავე, დიდ ქალაქებში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის ფარგლებში: ქუთაისში, ზუგდიდში და ფოთში ჯამში 113 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენ მათგანზე სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, გაიხსნა 47 კმ. ახალი ჩქაროსნული გზა და წლის ბოლომდე კიდევ 22.3 კმ გზა გაიხსნება, საერთო ჯამში, წელს ექსპლუატაციაში შევა 70 კმ-მდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ექსპლუატაციაში შესული მონაკვეთების გათვალისწინებით, 2021 წლიდან თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 სთ-ით შემცირდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება.