ეკონომიკა
20/03/2020

2019 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13 428 ლარი იყო

მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2019 წელს 13 428 ლარია (4 763 დოლარი), ეს მაჩვენებელი 2018 წელს –  11 968 ლარი (4 722 დოლარი) იყო, – მონაცემები „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

საქართველოს ეკონომიკა ამავე პერიოდში წელს 5,1%-ით გაიზარდა.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, დეფლატორის ზრდის მაჩვენებელი 6,6%-ით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მიმდინარე ფასებში 50,002 მლრდ ლარია (17,736 მლრდ დოლარი).

Businesspartner