ეკონომიკა
14/02/2022

$200 მლნ-იანი ინვესტიცია - განახლებადი ენერგიების რა პროექტებზე მუშაობს მთავრობა

მთავრობა განახლებადი ენერგიების რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუბარია დამატებით $200 მილიონის ინვესტიციაზე, რაც ძველ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანასა და ახალი შეთანხმებების გაფორმებას გულისხსმობს. 

"დღეს მთავრობაზე გავიტანეთ განახლებადი ენერგიის სხვადასხვა პროექტი. ეს არის, როგორც ქარის, ასევე მზისა და ჰიდროენერგიის პროექტები. ხელშეკრულებებში ცვლილებები შედის, როგორც დაკორექტირების, ასევე ახალი ხელშეკრულებების თვალსაზრისით. როგორც შესწავლაზე, ასევე პროექტების განხორციელებასა და მშენებლობებზე. ჯამურად, განახლებადი ენერგიების დადგმული სიმძლავრე, რომელიც მხოლოდ დღეს გავიტანეთ მთავრობის სხდომაზე, ეს არის 160 მეგავატი, რაც დაახლოებით $200 მილიონიანი ინვესტიციაა",- განაცხადა დავითაშვილმა.