ეკონომიკა
03/12/2020

$175 მლნ-იანი ინტერვენციის ფონზე, ნოემბერში ლარი დოლართან 3.17-დან 3.3253-მდე გაუფასურდა

ნოემბერში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ, 3.17-დან 3.3253 -მდე გაუფასურდა. ოქტომბერში კი 1.4%-ით, საშუალოდ 3.1723-დან 3.2177-მდე.

სებ-ის თვის მიმოხილვის თანახმად, ლარი ევროს მიმართ 3.74-დან, 3.79-მდეა გაუფასურებული 1.2%-ით.

ოქტომბერში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 3.2345, ხოლო მინიმალურმა 3.1975 შეადგინა (სექტემბერი 3.333, 3. 07).

საანგარიშო თვეში სებ-მა $200 მლნ-ის სავალუტო ინტერვენცია განახორციელა Bmatch-ზე, კი სულ $4.6 მლნ აქვს ნავაჭრი, როცა სექტემბერში აღნიშნულ პლატფორმაზე ბანკებთან $25 მლნ-მდე მოცულობის გარიგებები აქვს დადებული.

ეროვნულ ბანკის ნოემბრის ინტერვენციები $175 მლნ-მდეა.