ეკონომიკა
30/11/2020

10 თვეში ეკონომიკა 5,1%-ით შემცირდა

2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა წლიურ 3.9%-ით შემცირდა.

"საქსტატის" მონაცემებით, 2020 წლის 10 თვეში ეკონომიკა საშუალოდ 5.1%-ით არის შემცირებული.

2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.