ეკონომიკა
07/07/2021

1 დოლარის ფასი 3.137 ლარამდე დაეცა

7 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1370 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.08 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7079 ლარია. ევროს ცვლილებამ 2.10 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3615 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3338 ლარი ეღირება.