ბიზნესი
01/12/2022
ზვიად ციკოლიამ სუნამოს ჩამოსხმა საფრანგეთში დაიწყო
ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლიამ სუნამოს წარმოება დაიწყო. მისი ინფორმაციით, ქართული ბრენდით პირველად წარმოებული სუნამოს ჩამოსხმა საფრანგეთში დაიწყო. „ციკოლიას ქვევრი მალე საქართველოს ესტუმრება“-წერს სოციალუ ქსელში დიზაინერი.
„თავიდან იქნება 3 განსხვავებული არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში. არომატები იქმნება სპეციალურად ციკოლიასთვის და არ გაიმეორებს რომელიმე ბრენდის სუნს,”- აცხადებდა ციკოლია რამდნეიმე თვის წინ.
ამასთან, საქართველოს ინდივიდუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა 2022 წლის იანვარში პოსტიც გაავრცელა, რომლის მიხედვით, ზვიად ციკოლიამ ქვევრის ფორმის სუნამოს ბოთლის დიზაინი დააპატენტა.
"საქპატენტში რეგისტრირებულ დიზაინებს ახალი, ორიგინალური ფორმის პროდუქტი შეემატება. სპილენძისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და გამჭვირვალე სუნამოს ბოთლები სადგამებით, ის დიზაინებია, რომელთა რეგისტრაციის თაობაზე საქპატენტის ექპერტიზამ დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა.
აღსანიშნავია, რომ დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და არის ინდივიდუალური,"-ნათქვამი იყო "საქპატენტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. Tsikolia Watches, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.