ბიზნესი
16/07/2020

ზვიად ჭუმბურიძე: ზამთარში ბიზნესი კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე ექნება

ბიზნესის განვითარების პერსპექტივებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე კერძო სექტორმა ეკონომიკურ გუნდთან ერთად იმსჯელა.

დიალოგი მხარეებს შორის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

საბჭოს გენერალყრი მდივნის განმარტებით, ზამთარში კიდევ უფრო მეტი გამოწვევა იქნება და დიალოგი დანაკარგების მინიმალიზებისთვის აუცილებელია.

“ვითარება ნამდვილად არ გამოსწორდება მომდევნო 5-6 თვეში. ვფიქრობ, ზამთარში კიდევ უფრო მეტი პრობლემები გაჩნდება, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ახალი ფორმატი. ამ რთულ ვითარებაში, რა თქმა უნდა, საჭიროა ბიზნესის ხმის გათვალისწინება და მათი თხოვნების გათვალისწინება. ნოემბრის დასაწყისში კიდევ ვგეგმავთ შეხვედრას და სანამ ეს საჭიროება იქნება შეხვედრები გაგრძელდება.

შეთავაზებები იქნება საგადასახადო კუთხით, ინვესტიციების მოზიდვისა თუ იგივე ტურიზმსი სექტორის დახმარების კუთხით. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის და ბევრი რამაა გასაკეთებელი,” - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე.