ბიზნესი
28/10/2022

"ზუგდიდი მოლი" 29 ოქტომბერს იხსნება - საინვესტიციო ღირებულება ₾26 მლნ-ია

"ზუგდიდი მოლი" 29 ოქტომბერს გაიხსნება. როგორც პროექტის კონცეფციაზე მომუშავე Cushman & Wakefield Georgia-ში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 26 მლნ ლარს შეადგენს.

მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

სავაჭრო ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი იქნება, რომელიც ჰიპერმარტკეტს, საკვებ ობიექტებს და სხვადასხვა დანიშნულების ბრენდულ მაღაზიებს გააერთიანებს.

სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, სახლის აქსესუარები, თეთრეული, ტექნიკა და სხვა. Cushman & Wakefield Georgia-ს ინფორმაცით, ამ ეტაპისთვის  ცენტრის 90% უკვე დატვირთულია.

პროექტის კონცეფციაზე Cushman & Wakefield Georgia–მ და კომპანია "ბლოქსმა" ერთობლივად იმუშავეს. ზუგდიდი მოლის" განვითარებას კომპანია "ბლოქსი" უზრუნველყოფს.

Cushman & Wakefield Georgia  სავაჭრო ცენტრის ფართების გაქირავების კამპანიას ექსკლუზიურად ხელმძღვანელობს. "ზუგდიდი მოლის" არქიტექტურულ ნაწილზე კომპანიამ  "გურგენიძე არქიტექტურა"  იმუშავა.

Businesspartner