ბიზნესი
05/08/2020

"ზერო ეფექტი" Big Idea Challange-ის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს

Big Idea Challange-ის საერთაშორისო კონკურსში საქართველოს სახელით „ზერო ეფექტი“ მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ნულოვანი ნარჩენის კონცეფციაზე შექმნილი მაღაზიის მოდელი, რომლის სივრცეშიც ინტეგრირებულია ყოველდღიური მოხმარების პლასტიკისგან დამზადებული ნივთების ჩამნაცვლებელი ბუნებრივი ალტერნატივები.

გასაყიდად სტარტაპერებს ქართველი მეწარმეების მიერ სხვადასხვა რეგიონში დამზადებული პროდუქცია აქვთ წარმოდგენილი.

კომპანიის დამფუძნებლების განმარტებით, მიღებულ გრანტებს ორი მიმართულებით გამოიყენებენ - ერთი მხრივ კომპანია რეგიონებში ქსელის გაფართოებაზე ფიქრობს, მეორე მხრივ გეგმაშია საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე პროდუქციის განთავსება.

Big Idea Challange-ზე სტარტაპი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს წარმოადგენს. კონკურსში საერთო ჯამში 7 ქვეყანაა ჩართული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023