ბიზნესი
17/09/2020

"ზარაფხანა“ დაბალბიუჯეტური პროდუქციის გამოშვებას გეგმავს

ქართული საიუველირო პროდუქტის მწარმოებელი კომპანია „ზარაფხანა“ დაბალბიუჯეტური პროდუქციის გამოშვებას გეგმავს.

კოლექცია ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება.

კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, ახალ ნაკეთობებს უფრო ხელმისაწვდომი ფასი და ოქროს ნაკლები შემცველობა ექნება.

პანდემიის კრიზისის გამო, გლობალურ ბაზარზე ოქროს გაზრდილმა ფასმა მყიდველი საიუველირო ნაწარმსაც შეუმცირა.

ზარაფხანაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება რეალიზაციის მაჩვენებლები გაყიდვების ძველ ნიშნულს.

ზარაფხანა ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა და თბილისსა და ბათუმში 5 მაღაზიითაა წარმოდგენილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022