ბიზნესი
27/01/2023

"ზარაფხანა" 2023 წელს წარმოების ოპტიმიზაციაში ნახევარ მილიონ ლარს ჩადებს

საიუველირო 2023 წელს აქცენტს კომპანიის გადაიარაღებასა და წარმოების ოპტიმიზაციაზე გააკეთებს, რაშიც დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  გადაიარაღების პროცესი უკვე დაწყებულია.

„ვახდენთ არსებულ შენობაში ახალი საწარმოო სივრცის მოწყობას, სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელიც 2-3 თვეში დასრულდება,“-აღნიშნავს სამხარაძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო ბაზარზე წელს ნაკლებ აქტიურობას გეგმავს. ამ დროისთვის „ზარაფხანას“ პროდუქცია იყიდება როგორც დიდი ბრიტანეთის, ისე აშშ-ის ბაზარზე. გაყიდვები იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, კომპანიამ გადადო ლონდონში საგამოფენო ადგილის, შოურუმის გახსნა. რუსეთ-უკრაინის ომის გამო კი დროებით დაპაუზდა უკრაინაში ბრენდული მაღაზიის ამოქმედებაც.

შეგახსენებთ, რომ „ზარაფხანა“ საქართველოში სახლია, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. კომპან

უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიისთვის 2022 წელი ცვლილებების იყო. კონკრეტულად კი 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა.

დღეისთვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით ბრენდული საიუველირო ნაკეთობის   5 მაღაზიას მართავს. აქედან 1 ონლაინ მაღაზიაა. კომპანია  100 სამუშაო ადგილს ქმნის.