ბიზნესი
02/10/2020

YES-Georgia-ს ახალგაზრდა მეწარმეები, რომლებმაც საკუთარი საქმე სკოლის ასაკში დაიწყეს

პროგრამა YES-Georgia-ს (ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდების და ქალებისთვის თვითდასაქმებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, უკვე წარმატებული მეწარმეები ჰყავს.

პროგრამა შედეგს მეწარმეობის განვითარებას შესაბამისი უნარებისა და ცოდნის ინოვაციური მიწოდებით და ფინანსებისადმი და ბიზნეს სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდით აღწევს.

პროგრამას USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ფონდი კრისტალი, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალთან  და ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოთან (JAG) პარტნიორობით, რომელიც  YES-Georgia-ს პროგრამის ფარგლებში ახორციელებს სკოლის მოსწავლეებს შორის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების კომპონენტს. ეს კომპონენტი მიზნად ისახავს სამომხმარებლო, ეკონომიკური, სოციალური, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის მოგვარების, ლიდერობისა და დაგეგმვის უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლის მოსწავლეებს შორის, რომელიც მოამზადებს  ახალგაზრდებს ეკონომიკის სფეროში წარმატების მისაღწევად.

ჯუნიორ ეჩივმენტის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამა  „Be Entrepreneurial” ( „იყავი მეწარმე“) ქართული ვერსია საგანგებოდ მომზადდა დამატებით მასალებთან ერთად,  ადაპტირდა  და მოერგო ქართულ რეალობას და არაფორმალური განათლების მიმართულებით, კლუბური სამუშაოს ფარგლებში ისწავლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მე-10 , მე-11 და მე-12 კლასებში.  ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამის „იყავი მეწარმე-ს“ მიზანია  სკოლის მაღალ კლასებში ხელი შეუწყოს მოსწავლეების სამეწარმეო ინიციატივებს  ბიზნესგეგმის ძირითადი კომპონენტების შესწავლის მეშვეობით.

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ პროექტის ორი რაუნდის ფარგლებში ჩაატარა შემდეგი აქტივობები: გადაამზადა/ 18 საათიანი პედაგოგთა მოსამზადებელი ტრენინგი გაიარა  28 პედაგოგმა; პროგრამა განხორციელდა 30 სკოლაში; სრული კურსი გაიარა 514 მოსწავლემ (319 გოგო, 195 ბიჭი); სულ შემოვიდა 300 მდე ბიზნეს გეგმა, მათ შორის დასაფინანსებლად შეირჩა 14. ამ პერიოდისთვის  უკვე დაფინანსდა 6 და დაფინანსების პროცეშია 8 ბიზნეს პროექტი.

წარმოგიდგენთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში გადაეცათ საწარმოს გახსნისთვის მცირე გრანტები და რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს თავიან პატარა საქმიანობებს.

ლუკა ბებიაშვილი - შორაპანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, 2019 წელს გაიარა პროგრამა “იყავი მეწარმე” და პროგრამი ფარგლებში გადაეცა 1 ცალი დედა ღორი და მისთვის საჭირო საკვები 300 კგ

მარიამ ბახტიძე - ზესტაფონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე.  2018 წელს გაიარა პროგრამა იყავი მეწარმე. პროგრამის ფარგლებში შეიძინა 3 სკა, და მისთვის საჭირო ინვენტარი (დამცავი ჩასაცმელი, შესაბოლებელი, ფიჭის გასაწმენდი დანა, ფიჭის მოსათლელი დანა, ჩარჩოების მავთული, ჩარჩო, ფუტკრის ფიჭა). მარიამმა უკვე მიიღო პირველი მოსავალიც და დაიწყო გაყიდვები.(მიიღო 9 ლიტრი თაფლი და 1 ლიტრს ჰყიდის 20 ლარად).

მარიამ გელაშვილი - ხაშურის #8 საჯარო სკოლის მოსწავლე, 2018 წელს გაიარა პროგრმა “იყავი მეწარმე!”. პროექტის ბოლო ეტაპზე მარიამის გადაეცა  665 ცალი სხვადასხვა ფერის ვარდის ნერგი.

გურამი უჩავა - ინჩხურის საჯარო სკოლის მოსწავლე, 2018 წელს გაიარა პროგრამა ‘’იყავი მეწარმე’’. პროექტის დასრულების შემდეგ გადაეცა 200 ცალი წიწილა, 80 ცალი მოზრდილი წიწილა და საკვები ფრინველებისთვის.

ზაურ ძაგანია - მარტვილის კერძო სკოლის- „სხივი“, მე-11 კლასის მოსწავლე. 2018 წელს გაიარა პროგრამა ‘’იყავი მეწარმე’’ და პროგრამის ფარგლებში ზაურმა შეიძინა 500 ცალი წიწილა და 200 კგ საკვები წიწილებისთვის.

გიორგი ჭავჭანიძე - ქალაქ ხონის #3 საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლემ პროგრამა „იყავი მეწარმე“გაიარა ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიაში 2019-2020 სასწავლო წელს. პროგრამის ფარგლებში გიორგის გადაეცა  11 ცალი ბოცვერი, 11 მეტრი მავთულბადე გალიებისთვის, და 7 ტომარა საკვები ბოცვრებისთვის.

თეკლა ლობჟანიძე - ქალაქ ონის საჯარო სკოლის მოსწალვე, პროგრამა გაიარა 2019 წელს, იყო მე-9 კლასში. პრგრამის ფარგლებში თეკლამ შეიძინა ორი მოზრდილი გოჭი (14 და 15 კგ) და მათთვის საკვები 11 ტომარა.

ნინო მაისურაძე - ქალაქ ონის საჯარო სკოლის მოსწალვე, პროგრამა გაიარა 2019 წელს. პროგრამამ შეუძინა ორი მოზრდილი გოჭი (14 და 12 კგ) და მათთვის საკვები 7 ტომარა.

იაგო აკობია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. ორსანტიას საჯარო სკოლა, პროგრამა გაიარა 2018 წელს, ოყო მე-10 კლასში. იაგოს პროგრამის ფარგლებში გადაეცა  40 ცალი ინდაურის ჭუკი და მათთვის საკვები 3 ტომარა.

ბესო ტაბაღუა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდინეძის საშუალო სკოლის მოსწავლე, 2018 წელს გაიარა პროგრამა, იყო 12 კლასში. ბესოს პროგრამის ფაგლებში გადაეცა 40 ცალი ინდაურის ჭუკი და მათთვის საკვები 3 ტომარა.

მათე კუკავა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.კოკის საშუალო სკოლის მოსწავლე, 2018 წელს გაიარა პროგრამა იყავი მეწარმე , იყო 12 კლასში. მათეს პროგრამის ფარგლებში გადაეცა 100 ცალი იხვის ჭუკი და მათთვის 3 ტომარა საკვები. 

Yes-Georrgia-ს პროგრამის ფარგლებში წელსაც გააგრძელებს ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო „იყავი მეწარმის’’ სასწავლო პროგრამის განხორციელებას საქართველოს სკოლებში; ის მალე მოსწავლეთა ახალ ნაკადს მიიღებს და შესაბამისად დააფინანსებს მათ წარმატებულ ბიზნეს პროექტებს, რაც ძალიან გვახარებს, რადგან ახალგაზრდები სკოლის ასაკიდან ეჩვევიან შრომას და   მეწარმეობის კულტურას.