ბიზნესი
19/09/2020

Willis Towers Watson საქართველოს წარმომადგენლობა სადაზღვევო საბროკერო ბაზრის ლიდერია

2020 წლის  6 თვის მონაცემებით სადაზღვევო საბროკერო კომპანია Willis Towers Watson-ის (უილის თაუერს უოთსონი) საქართველოს წარმომადგენლობა სადაზღვევო საბროკერო ბაზრის ლიდერია და მოზიდული პრემიითა და საბროკერო კომისიით პირველ ადგილზეა.

Willis Towers Watson წამყვანი გლობალური საკონსულტაციო, საბროკერო და რისკების შემფასებელი კომპანიაა, რომელსაც ამჟამად 140-ზე მეტ ქვეყანაში 40 000 თანამშრომელი ჰყავს  და 100 წელზე მეტია  მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს, მათ შორის, საქართველოში 10 წლიანი გამოცდილებით. კომპანია კლიენტებს სადაზღვევო სფეროში მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს საბროკერო, თუ საკონსულტაციო მიმართულებით. მათ საქმიანობაში არა მხოლოდ  ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე სპეციფიკური რისკების განთავსება, არამედ მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მომსახურების მონიტორინგი შედის.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია სადაზღვევო საბროკერო კომპანიების რეიტინგების სტატისტიკის შესახებ  პირველად გამოქვეყნდა და მასში პირველ ადგილს Willis Towers Watson იკავებს.

ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ იხილეთ მითითებულ ბმულზე https://bit.ly/2RRnJE9

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022