ბიზნესი
20/03/2020

Wendy’s-ი და Dunkin-ი მიტანისა და Drive-Tru სერვისით მომხმარებელს უწყვეტად მოემსახურება

“ვენდის” და “დანკინის” რესტორნების ქსელი მომხმარებელს როგორც მიტანის ასევე Drive-Tru სერვისის გამოყენებით უწყვეტ რეჟიმში მოემსახურება.

“ვაცხადებთ მზადყოფნას, უწყეტ რეჟიმში ვუზრუნველვყოთ ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს ქსელში არსებული რესტორნებიდან შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე მიტანას, ასევე რესტორნებში Drive-Tru სერვისის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას.

ყველა შეკვეთის დამზადება ხდება სრული სანიტარული თუ ჰიგიენური ნორმების დაცვით, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ადგილობრივ ისე საერთასორისო სტანდარტებს. ამასთან, როგორც ვენდის ასევე დანკინის სათაო ოფისებისგან მიღებული გვაქვს COVID-19 -ის პრევენციისათვის მთელი რიგი აუცილებელი აქტივობების ნუსხა, რომელთაც განუხრელად ვიცავთ და ვანხორციელებთ. აქვე გაცნობებთ, რომ როგორც “ვენდის” ასევე “დანკინს” რესტორნებს გააჩნიათ ყველა საჭირო რესურსი, პროდუქტების სათანადო მარაგი და მათი ამოწურვის არავითარი საფრთხე არ არსებობს.
მადლობა ერთგულებისთვის და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.“ აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზედენტი სოსო ფხაკაძე.

Businesspartner