ბიზნესი
04/12/2020

Watch Me Now - კომპანია Avon-მა ბრენდი განაახლა

კომპანია AVON-ი უკვე 135 წელია სილამაზის გლობალურ ინდუსტრიაში ოპერირებს და ქალებს მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით აქტიურად უცხადებს. ახლა კი ბრენდმა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა და რებრენდინგის ფარგლებში განახლებულ ფილოსოფიურ კონცეფციასთან ერთად, ახლებური ვიზუალიც შემოგვთავაზა. კომპანიის ახალი ლოგო ფერთა ჰარმონიული შეხამებითა და გრადაციებითაა წარმოდგენილი.

სიახლის თანაავტორი ლონდონის ცნობილ ბრენდინგ კომპანიასთან ერთად, ქართველი დიზაინერი და გრაფიკოსი ანა კვეზერელია. განახლდა ბრენდის სლოგანიც, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: „ახლა კი, მიყურე“ (Watch Me Now) და მომხმარებლებს მზერისა და ყურადღების მიპყრობისკენ მოუწოდებს.

რებრენდინგის მთავარი შთაგონება კომპანიის ის უმთავრესი პრინციპები გახდა, რომლის გარშემოც მთელ მსოფლიოში 5 მილიონი ქალია გაერთიანებული. სითამამე, ინსპირაცია, უწყვეტი ოპტიმიზმი, ინკლუზიური საკითხები, გენდერული თანასწორობა და ქალთა დამოუკიდებლობის მხარდაჭერა სწორედ ის ფასეულობებია, რომლის საზოგადოებაში დამკვიდრებასა და განვითარებასაც კომპანია და მისი თანამშრომლები ყოველდღიური საქმიანობით ცდილობენ. კომპანიაში დასაქმებულ უამრავ ქალბატონს ფინანსური დამოუკიდებლობის რეგულარული წყარო და რეალიზების განვითარებადი გზა აქვს. სწორედ ამ ყველაფრის ერთ მესიჯად გაერთიანებას და მკაფიოდ გადმოცემას გულისხმობდა ის სამუშაო, რომელიც  AVON-მა პროფესიონალებთან ერთად გასწია. ის საზოგადოებას გამბედაობისა და ოპტიმიზმისკენ მოუწოდებს, საკუთარ მხარდაჭერას კი საინტერესო beauty პროდუქტების შეთავაზებასთან ერთად, ამ მიმართულებითაც სთავაზობს.

სამუშაო პროცესი ახალი გამოწვევა და საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ანა კვეზერელისთვის, რომლის მთავარ ამოცანასაც ფერთა და ღირებულებათა იმ ფორმით შეზავება წარმოადგენდა, რაც ბრენდს პერსონიფიცირებულ ხასიათს სძენს. ანა გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდა. დღეს, გლობალური კომპანია AVON-ი განახლებული სიმბოლოებით სწორედ მისი თანაავტორობით პოზიციონირებს ბაზარზე. სიმბოლურია ფაქტიც, რომ ქალთა საერთაშორისო ბრენდის რებრენდინგზე ახალგაზრდა, მიზანდასახულმა და გამბედავმა ქალმა იმუშავა.

რაც შეეხება თავად კომპანიას, ის კიდევ არაერთ სიახლეს გვპირდება, რომელიც ასევე ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. უახლოეს ასეთ მიზანს, სწორედ გენდერული თანასწორობის თემატიკით შთაგონებული პროექტი წარმოადგენს, რომელსაც საზოგადოება საინტერესო ფორმით ახლო მომავალში იხილავს.