ვცდილობთ მომხარებელს ჩვენი სერვისები ალტერნატიული გზებით მივაწოდოთ - "8000 მოსავალი" პანდემიის პირობებში
ღვინის მაღაზია და ბარი 8000 მოსავალი პანდემიის გამოწვევებს საპასუხო ნაბიჯებით შეხვდა.
რეგულაციების შემდეგ, კომპანიამ გააქტიურა კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში, შეიქმნა ონლაინ სომელიეს სერვისი, სადაც მომხარებლებს კონსულტაციას სომელიეები უწევდნენ.
ღვინის კლასების/დეგუსტაციების ჩატარებაც ონლაინ ფორმატში გადავიდა და უფრო დიდი აუდიტორიაც მოიცვა. კომპანიამ გააკეთა უფასო მიტანის სერვისი, თუმცა 8000 მოსავალის ფიზიკური სივრციდან ვირტუალურში გადატანა მხოლოდ ღვინის ონლაინ რეალიზაციით არ შემოფარგლულა. დაინტერესებული ადამიანებისთვის წასახემსებელი დაფებიც, სასურველ სასმელთან ერთად - გამოძახებითაც ხელმისაწვდომი გახდა. ამ აქტივობების გარდა, კომპანიამ წამოიწყო ახალი პროექტი "ღვინის ყუთი", რაც ყოველთვიურად ღვინის გამოწერას გულისხმობს.
"8000 მოსავალში 320 მევენახის 900-ზე მეტი დასახელების რჩეული ღვინო ფარული დეგუსტაციით ირჩევა. ჩვენი ჩანაფიქრი ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია და ქართველი მოსახლეობისთვის ღვინის მიღების სწორი წესის შეხსენება იყო. ასევე, ვცდილობდით ღვინის უძველეს თუ თანამედროვე ისტორიაში უფრო მეტად გარკვევის შესაძლებლობა მიგვეცა ჩვენი სტუმრებისთვის. პანდემიამ დაბრკოლებები შეგვიქმნა, თუმცა ჩვენი მხრივ, გამოსავალი მოვძებნეთ და ის გარემო, რაც ძალიან მოსწონდა ჩვენს მომხარებელს, შევეცადეთ, ალტერნატიული გზებით მიგვეწოდებინა მათთვის,“ - განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ აუბარში კომპანიის დამფუძნებელი, ირაკლი ჩხაიძე
შეზღუდვების და რეგულაციების ფონზე 8000 მოსავლისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 60-მდე თანამშრომლის შენარჩუნებაც იყო, რასაც თავი წარმატებით გაართვეს. თიბისის დაჯილდოვების ფინალისტი კომპანია ციფრული კომერციის აქტიურ მოხმარებას პანდემიის გადავლის შემდეგაც გეგმავს.