ბიზნესი
26/10/2022

Visa-სა და ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" ბიზნესკონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

დღეს, Visa Elevator Pitch-ის ბიზნესკონკურსში დამოუკიდებელმა ჟიურიმ საუკეთესო 10 ფინალისტიდან გამოავლინა 2 გამარჯვებული ქალი მეწარმე.

კონკურსის პირველი ადგილისა და 25 000 ლარის მფლობელი გახდა ანა ნადირაძე ბრენდ „ჰორსტურის“ თანადამფუძნებელი, მეორე ადგილი კი ნათია ბედენაშვილმა ბრენდ „ბისერნათის“ დამფუძნებელმა მოიპოვა და მიიღო ფულადი პრიზი 15 000 ლარის ოდენობით.

კონკურსის გამარჯვებულმა ანა ნადირაძემ, 2021 წელს საცხენოსნო პლატფორმა - „ჰორსტურსი“ შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ინოვაციურ გადაწყვეტას. ინოვაციური ონლაინ პლატფორმა საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს ეხმარება საკუთარი სერვისის გაციფრულებაში, მომხმარებლებს კი ონლაინ ჯავშნისა და გადახდის ერთიან შესაძლებლობას სთავაზობს.

მეორე ადგილისა და 15 000 ლარის მფლობელი გახდა ნათია ბედენაშვილი, ბუნებრივი და ნახევრად ბუნევრივი ხელნაკეთი აქსესუარების  მწარმოებელი ბრენდის „ბისერნათის“ დამფუძნებელი. სტარტაპი 2020 წელს დაარსდა და მომხმარებლებს მუდმივად მრავალფეროვან და ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს.

კონკურსის საუკეთესო ათეულია:

  1. ბრენდი „ინ ბლუმ გარდენი“ - მარიამ ბალანჩივაძე
  2. ბრენდი „Halo“ - ანა ერემეიშვილი
  3. ბრენდი „ჰორსტური“ - ანა ნადირაძე
  4. ბრენდი „დასი“ - თამარ ჟღენტი
  5. ბრენდი „ბისერნათი“ - ნათია ბედენაშვილი
  6. ბრენდი „აგრო ჰოლდინგი“ - სოფიკო მახატლიშვილი
  7. ბრენდი „ჰიპო ველოს“ - ვერიკო ბაზალი
  8. ბრენდი ფაქტურა ატელიე - მარიამ მახარაძე
  9. ბიზნესიდეა „პერსონაჟი“ - თამარ ქველიძე
  10. ბრენდი „დამ - დამ“ - ქეთევან ქარსელაძე

კონკურსის მეორე ეტაპზე ფინალისტები ორდღიან უფასო საკონსულტაციო-მენტორულ სესიებს დაესწრნენ, სადაც შეისწავლეს ფიჩინგისა და ეფექტური ბიზნეს პრეზენტაციის მომზადების ტექნიკები.ნკურსი, გლობალური კამპანიის - She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში ბიზნესფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ პარტნიორობით, გამოცხადდა და მონაწილეები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესების მიხედვით შეირჩნენ