ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC – 2024 ჟიური
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის და აზერბაიჯანის ღვინოებსაც შეაფასებენ. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე.
მაგრამ საინტერესოა ვინ იქნება ჟიური, რომელიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებს. უკვე ცნობილია, რომ კონკურსს კომპეტენტური ჟიური ყავს. აღსანიშნავია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, ჟიურის წევრი, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი უხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები., როგორებიც არიან სალვატორე კასტანო - უფროსი სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელიც „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიათა რიგში დგას, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო „ბაიერი“, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ლუკ ჰარბორი - უფროსი სომელიე The Pig Hotel-დან. ზარა სერობიანი ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი - ღვინის ექსპერტი ლონდონში მუშაობის 10 წლიანმა გამოცდილებით და ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი.
„დღესდღეობით ღვინის დაწურვის უძველესი ტექნიკები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ხალხს უყვარს ღვინო მინიმალური ჩარევებით, დაბალი სულფიტებით, ნატურალური ყურძნით და ეს ყველაფერი სწორედ რომ ქართულ ღვინოშია თავმოყრილი. მე მჯერა, რომ საქართველოს ექნება დიდებული მომავალი ღვინის ინდუსტრიაში, არა მხოლოდ ისტორიის გამო, არამედ წარმოებული ღვინოების ხარისხის გამო. უკეთესი ქვევრის ღვინო საქართველოს გარეთ არასდროს გამისინჯავს! შარშან მე აღმოვაჩინე ქართული ღვინის ხარისხი და მრავალფეროვნება,გასაოცარია თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ასეთ პატარა ქვეყანას. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი მწარმოებლები, რომლებმაც მედალი ვერ მიიღეს, თუმცა მე მჯერა, რომ გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც IWSC-ს ჟიურიმ მივეცით და წელს წარდგებიან ბევრად უფრო გაუმჯობესებული გემოებით,“ - აღნიშნავს სალვატორე კასტანო, რომელიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს წელს მეორედ შეაფასებს.
„ყველას უყვარს ისტორია, საქართველო კი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი, მდიდარია ამ ისტორიით. საქართველო მდიდარი და მომხიბვლელი ტრადიციების მატარებელია, თუმცა მისი ღვინო ინოვაციური და განსხვავებულია. ტრადიციებისა და ინოვაციების ტანდემი კი თანამედროვე მომხმარებლისთვის გადაწყეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ქართული ღვინო ასევე კარგად ერწყმის კვების კულტურას, რომლის მოთხოვნა მსოფლიოში კიდევ უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ღვინის ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თანამედროვე მომხმარებლისთვის ქართული ღვინო მაინც წარმოადგენს ინტერესის სფეროს. გლობალურ მარკეტზე პოზიციების გასამყარებლად საჭიროა მსუყე ფორტფელის შექმნა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯილდოებსა და კონკურსებს, რომელშიც მონაწილეობა მიუღიათ,“ - ქართული ღვინის უნიკალურობასა და ქართველ მეღვინეებთან პოტენციურ თანამშრომლობაზე საუბრობს დევიდ კერმოდი.
შეგახსენებთ, რომ IWSC 2024 Wine Judging in Georgia - ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია, IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 5 ოქტომბერს გაიხსნა და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ აღნიშნულ ბმულზე:
ცნობისათვის, ღვინის საერთაშორისო კონკურსი, IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს.