ბიზნესი
01/05/2020

ვინ და როდიდან ისარგებლებს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიტებით

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება. როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, პროგრამის ფარგლებში სესხის მოცულობის ზღვარი 2 მლნ ლარიდან 5 მლნ ლარამდე გაიზარდა.

საკრედიტო საგარანტიო სქემით სარგებლობას შეძლებს ბიზნეს სექტორის ის წარმომადგენლები, რომელთა მაქსიმალური წლიური ბრუნვა 20 მლნ ლარია. “განახლებული საკრედიტო საგარანტიო სქემის ამოქმედება ნიშნავს, რომ 2 მლრდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელი გაჯანსაღდება.ამასთან აღსანიშნავია, რომ სესხის რესტრუქტურიზაციისას ბიზნესს პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება.”- განმარტა ნათია თურნავამ.

საკრედიტო საგარანტიო ფონდით პირველი პროექტების დაფინანსება მაისიდან იქნება შესაძლებელი.