ბიზნესი
06/01/2021

ვეტკონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე საიმპორტო ნებართვა დისტანციურად გაიცემა

პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის შეჩერების ან შეზღუდვების პერიოდში, საზღვარგარეთ არსებული ვეტერინარულ-ინსპექტორულ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებზე საიმპორტო ნებართვა დისტანციური ინსპექტირების საფუძველზე გაიცემა.
 
ცვლილებები შემოსავლების სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 426-ე დადგენილებაში უკვე შევიდა.
 
ამავდროულად დადგენილების ამოქმედებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში გახანგრძლივდება ნებართვის ვადა იმ საწარმოდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ჩატარებული ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის საფუძველზე ჰქონდა იმპორტის განხორციელების უფლება ერთი წლის ვადით და ეს ვადა ამოიწურა 2020 წლის პირველი მარტიდან ამ დადგენილების ამოქმედებამდე პერიოდში.
 
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ცვლილების მიზანია პანდემიის პირობებშიც განხორციელდეს უწყვეტი კონტროლი, რაც ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის და უვნებლობის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს.