ბიზნესი
23/07/2021

"ვაქცინაცია უალტერნატივო წინაპირობაა ეკონომიკის ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად"

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილი საყოველთაო ვაქცინაციას უალტერნატივო წინაპირობად მიიჩნევს ეკონომიკის არსებული ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად.

„სწორედ ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, განსაკუთრებით მსხვილ დამსაქმებლებთან, რომელთა თანამშრომლებისთვისაც ხდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვაქცინაციის თვალსაზრისით", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა რუსთავის აზოტის თანამშრომელთა ვაქცინაციაში ჩართვასთან დაკავშირებით.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების მხრიდან მზაობა ჩართონ ვაქცინაციის პროცესში, მისასალმებელია.

„ამით ამ საწარმოთა თითოეული თანამშრომელი გამოხატავს სწორ სამოქალაქო პოზიციას, რადგან პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საწარმოების თანამშრომელთა დროული ვაქცინაცია, რომელთაც ერთიან სივრცეში უწევთ პროფესიული საქმიანობის წარმართვა და ამდენად, ვირუსის გავრცელების რისკი გაცილებით დიდია. მოხარული ვართ, რომ რუსთავის აზოტის თანამშრომელთა მხრიდან დიდი ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში და იმედი გვაქვს, რომ მალე მათ სხვა საწარმოთა თანამშრომლებიც შეუერთდებიან," - განაცხადა ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, პროცესი გაგრძელდება ყველა რეგიონში და სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს ნებისმიერი სექტორის ნებისმიერ დამსაქმებელთან ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022