ბიზნესი
23/07/2021

რუსთავის აზოტის თანამშრომლები ვაქცინაციას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ

რუსთავის „აზოტი" იმ საწარმოთა რიცხვშია, რომელთა თანამშრომლები ორგანიზებულად, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, შეძლებენ კოვიდ-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას.

პროცესს ორგანიზებას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით.

ვაქცინაციის პირველ დღეს „აზოტის" 100-მდე თანამშრომელი აიცრა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რუსთავში მდებარე საწარმოების თანამშრომელთა ვაქცინაცია კლინიკა „რუსთავში" მიმდინარეობს.

რუსთავის „აზოტი" ქვემო ქართლში მდებარე მეორე საწარმოა „ქართლი ტექსტილის" შემდეგ, რომელთა თანამშრომლებიც მასობრივი ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობენ.

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში ვაქცინაცია ჩატარდება არა მხოლოდ რუსთავში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, სადაც კერძო სექტორში დასაქმებულები ორგანიზებულად შეძლებენ აცრას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022