ბიზნესი
15/02/2021

ვაკის პარკში სამშენებლო სამუშაოებს გავაგრძელებთ - სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელი

სასტუმრო “ბუფაპეშტის” მფლობელი ვაკის პარკში სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებას აპირებს. შეხვედრა, რომელიც დედაქალაქის მერიაში სასტუმროს წარმომადგენლებსა და კახა კალაძის მოადგილეს შორის შედგა, უშედეგო აღმოჩნდა.

“სიახლე ვერაფერი მოვისმინე. მათ არ აქვთ სურვილი, რომ მოლაპარაკება რეალურად შექმნეს. მე მზაობა გამოვთქვი ადგილზე რესტორნის აშენებაზეც. მათგან იყო საუბარი, რომ ურჩევნიათ გადაიხადონ 20 მილიონი ლარი, ან ჩაანაცვლონ ტერიტორია სხვა ადგილით. ის, რომ ჩვენ არ მივდივართ კომპრომისზე, არასწორი შეფასებაა. მიწის ნაკვეთები, რომელიც შემოგვთავაზეს, ჩვენთვის მიუღებელია. დღეს უბრალოდ გაგვიწელეს დრო. აუცილებლად გავაგრძელებთ სამშენებლო სამუშაოებს. ქალაქის მერია არ არის თანახმა, რომ იქ ავაშენოთ თუნდაც რესტორანი. ურჩევნიათ გადაიხადონ 20 მილიონი, რომელი ვირტუალურია, რეალური არ არის. თორე ჩვენ არც ამაზე ვამბობთ უარს და არც ნორმალურ მიწის ნაკვეთზე”,- აღნიშნა გოგა ზაქაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანია თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებს უკვე წლებია აწარმოებს. თბილისის მერმა და ვიცე-მერმა განაცხადეს, რომ სასტუმრო აღარ აშენდება. მათივე ინფორმაციით, ინვესტორი არ არის თანახმა ადგილმონაცვლეობაზე.